logo
ENG



იმნაძე: ანტისხეულზე ტესტები სავალდებულოა ყველა სამედიცინო პერსონალისთვის

06 აპრ 202013:09
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის ინფორმაციით, მედიკოსებს ანტისხეულებზე ტესტირება მუდმივად უტარდებათ.

იმნაძის განმარტებით, ტესტირების ჩატარება მათი პროფესიული საქმიანობით არის განპირობებული. 

"ანტისხეულზე ტესტები ახალი ალგორითმით სავალდებულოა ყველა სამედიცინო პერსონალისთვის მიუხედავად იმისა, რომ გამოდის საავადმყოფოდან სად მიმდის. იქედან გამომდინარე, რომ მისი პროფესიული რისკი მაღალია, ყველას უტარდება ასეთი ტიპის ტესტირება", - განაცხადა იმნაძემ. 


close დახურვა